ველობილიკზე მოძრაობისთვის ქვეითები დაჯარიმდებიან


პეკინის ქუჩაზე მოწყობილ ე.წ. ბას ლაინსა და ველობილიკებზე მოძრაობის გამო, როგორც ავტომობილების მფლობელები, ისე ფეხით მოსიარულეები დაჯარიმდებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ამ დროისთვის არ არის ცნობილი სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი მძღოლი ან ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა.

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, როგორც ”ბას ლაინის”, ისე ველობილიკის გადაკვეთისას ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით და ეს შესაძლოა იყოს ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ა.შ.

რაც შეეხება ფეხით მოსიარულეებს, მათ შეეხებათ ჯარიმა ჩვეულებრივ, გზის არასწორ ადგილას გადაკვეთისთვის, რაც 10 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

”პეკინის ქუჩაზე მუდმივ რეჟიმში იმყოფება საპატრულო პოლიცია, ქვეითი პატრული და არეგულირებს გადაადგილებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო:
© https://bpn.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Post

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.შსს-ს ერთობლივი

სიახლეები

2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა ძალას დაკარგავს2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა ძალას დაკარგავს

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სიახლეები

პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო სასამართლოსპრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო სასამართლოს

საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შესთავაზა. აღნიშნული შეთავაზება მნიშვნელოვანია, ვინაიდან გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის. ცვლილებები მოიცავს: •პროპორციულ

სიახლეები