“We Cannot Expect People To Have Respect For Law And Order Until We Teach Respect To Those We Have Entrusted To Enforce Those Laws.”

Hunter S Thompson

ჩვენი საქმიანობის სფერო

საკორპორაციო სამართალი

ჩვენი კომპანია მზადაა გაგიწიოთ სრული იურიდიული მომსახურება საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან ბიზნესის რეგისტრაციასა და მის სამართლებრივად მომართვაში,  ბიზნესის მოდელის დაგეგმვასა და მის განხორციელებაში. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ დავების მოგვარებაში, რომელიც მიმდინარეობს კომპანიასა და პარტნიორს, კომპანიასა და მესამე პირებს  ანდა სახელმწიფოს შორის. კვალიფიციური იურისტები თქვენთვის შეიმუშავებენ სრულყოფილ რეორგანიზაციის გეგმასა და რეორგანიზაციის ხელშეკრულებას. “დე იურე“ დაგეხმარებათ თქვენს სურვილებზე ადაპტირებული საკორპორაციო მართვის მოდელის ჩამოყალიბებასა და კომპანიის საქმიანობის მუდმივ სამართლებრივ მონიტორინგში.

„დე იურე“ უზრუნველყოფს საკუთარ კლიენტებს სადანფუძნებლო დოკუმენტითა და სრულყოფილი სახელშეკრულებო პაკეტით და თქვენთვის აუცილებელი ნებართვებითი/ლიცენზიებით.

ჩვენთან ურთიერთობისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ:

  • თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იქნება საკითხის გარშემო ყველაფრის მომცველი და შეგეძლებათ თავად მიიღოთ იურიდიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები.
  • თქვენი ხელშეკრულებები და ზოგადად სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად იქნება უახლესი კანონმდებლობის შესაბამისი.
  • თქვენთვის ყოველთვის გვექნება დრო.

საერთაშორისო სამართალი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბებამ კიდევ უფრო გაზარდა საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა.

ჩვენი კომპანიის იურისტები მუდმივად აქტუალური ინფორმაციით გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან ნებისმიერი საერთაშორისო ურთიერთობის დაგეგმვასა თუ წაროჭრილი დავის გადაწყვეტაში.

კომპანია „დე იურე“ გაგიწევთ დახმარებას თქვენს მიერ დასადები/დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნასა და განმარტებაში; მათი შესაბამისობის თუ სამართლებრივი უზუსტობის დადგენაში საერთაშორისო სავაჭრო კონვენციებსა თუ საერთაშორისო ურთიერთობების მომწესრიგებელ სხვა აქტებთან მიმართებაში.

სააღსრულებო სამართალი

ჩვენი კომპანია დე იურე გთავაზობთ იურიდიულ კვალიფიკაციურ მომსახურებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი. ჩვენ მომსახურებაში შედის წარმომადგენლობა აღსრულების მიზნით დანიშნულ აუქციონში, სააღსრულებო ბიუროს შესაბამის სამსახურში თუ კერძო აღმასრულებელთან, სააღსრულებო წარმოების პროცესში მხარის აღსრულების გადადების, შეწყვეტის ან შეჩერების საკითხებთან დაკავშირებით.

ინტელექტუალური სამართალი

იურიდიული კომპანია „დე იურე“  კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დაცვის სფეროში, როგორიც არის საპატენტო, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, ლოგოების, დიზაინისა და სასაქონლო დასახელების დაცვა.ჩვენი დახმარება ამ სფეროში გულისხმობს სამართლებრივი კონსულტაციების გაწევასა და წარმომადგენლობას შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას პატენტების, სავაჭრო ნიშნებისა და საავტორო უფლებების რეგისტრაციის მიზნით, ასევე ამ ობიექტებზე სხვადასხვა სახის სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებას, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სუბიექტებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას. ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ, ხელოვნებისა თუ მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირებს რათა დავიცვათ მათი და მესამე პირთა უფლებები.

ჩვენი საქმიანობის სფერო

სისხლის სამართალი

იურიდიული კომპანია  „დე იურე“   გთავაზობთ სრულ საკონსულტაციო-სამართლებრივ მომსახურეობას სისხლის სამართლის სფეროში. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მთელ ეტაპზე. ჩვენ გთავაზობთ, როგორც დაზარალებული, ისე ბრალდებული მხარის პოზიციების დაცვას,  მათთვის საადვოკატო მომსახურების გაწევას, სისხლის სამართლის საკითხების კლიენტისათვის გაცნობას და სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის სრულყოფილი იურიდიული კონსულტაციის გაწევას. ასევე ჩვენი კომპანია უზუნველყოფს წარმომადგენლობას და მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, მტკიცებულებების შეკრებას და წარდგენას სათანადო ინსტანციებისათვის თითოეული კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს ნებისმიერ სისხლის სამართლებრივ დავაზე.

საგადასახადო სამართალი

საგადასახადო კოდექსის დებულებები იძლევა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც ხშირად ფინანსურად უარყოფითად აისახება როგორც ქართულ, აგრეთვე უცხოურ ბიზნესზე. ჩვენი მისიაა გამოვიყენოთ საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა კლიენტთა სასიკეთოდ. იურიდიული კომპანია „დე–იურე“ გთავაზობთ სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას საგადასახადო სამართლის კუთხით, რომელიც მოიცავს:

  • ზოგად იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს საგადასახადო სამართლის სფეროში;
  • კლიენტის სახელით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას;
  • საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებების ან გადაწყვეტილების გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში;
  • საგადასახადო მოთხოვნებთან(გადასახადის ან/და საურავის დარიცხვა, ჯარიმის დაკისრება) დაკავშირებულ დავებზე წარმომადგენლობა და გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვას;
  • ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოებას და წარმომადგენლობას შესაბამის ორგანოებთან;
  • ზედმეტად დარიცხული/გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას.

შრომის სამართალი

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები უხეშად ირღვევა დამსაქმებლის მხრიდან, და არ იცით როგორ დაიცვათ თავი. მოგვმართეთ ჩვენ, იურიდიულ კომპანიას ,,დე იურე“-ს თქვენი უფლებების სწრაფად და ეფექტურად დასაცავად. ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ შრომის სამართალში წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში.

ჩვენ გაგიწევთ ზოგად კონსულტაციას შრომით სამარათლის სფეროში, დაგეხმარებით შრომითი ხელშეკრულების შედგენაში.

გჭირდებათ დახმარება?

მოგვწერეთ, კონსულტაცია უფასოა