სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი


5 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 320 ღერი სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთა.
️320 ღერი სიგარეტი 16 კოლოფია. კოლოფის საშუალო საბაზრო ღირებულებად თუ 4 ლარს ვივარაუდებთ მთლიანობაში არადეკლარირებული ქონების ფასი დაახლოებით 65 ლარი გამოვა.
️თუ ვივარაუდებთ, რომ პირი, რომელმაც დეკლარაციის გარეშე 55 ლარის ღირებულების საქონლის შემოტანა სცადა ქვეყანაში, ამ საქონლის რეალიზაციითაა დაკავებული და დავუშვებთ, რომ საქონლის რეალიზაციის შემდეგ მისი მოგება 55 იდან 25 ლარი იქნებოდა, გამოდის რომ დეკლარაციის შეუვსებლობით პირი ქვეყანას 5 ლარს პარავდა.
გამოდის, რომ 5 ლარის გადასახადების დამალვის ფაქტის გამო პირი 1000 ლარით დაჯარიმდა.
#თვითონგანსაჯე  როგორ ფიქრობთ მსგავს შემთხვევებში უნდა სარგებლობდეს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22 მუხლით და 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად შენიშვნას აძლევდეს მცირედმნიშვნელოვან სამართალდარღვევაზე?

წყაროები და ნორმატიული მასალა:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22 მუხლი:
„ მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა
თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.“
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლი:
„14. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

3. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სტატია:
„5 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 320 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. არადეკლარირებული საქონელი საქართველოს მოქალაქეს, რ.მ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Post

საქართველოს კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებულია ახალი ნორმასაქართველოს კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებულია ახალი ნორმა

საქართველოს კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებულია ახალი ნორმა, სადაც მოხსენიებულია ადვოკატი, როგორც ადამიანთა უფლებების დამცველი სასამართლოში.  საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანას არ აქვს თავის კონსტიტუციაში მოხსენიებული ადვოკატის ცნება. ეს ცვლილება დადებითად შეაფასა  ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა

სიახლეები

პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო სასამართლოსპრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო სასამართლოს

საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შესთავაზა. აღნიშნული შეთავაზება მნიშვნელოვანია, ვინაიდან გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის. ცვლილებები მოიცავს: •პროპორციულ

სიახლეები

2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა ძალას დაკარგავს2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა ძალას დაკარგავს

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სიახლეები