საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შესთავაზა. აღნიშნული შეთავაზება მნიშვნელოვანია, ვინაიდან გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის. ცვლილებები მოიცავს: •პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას; •ბონუს მანდატების გაუქმებას; •ბლოკების დაშვებასა; •პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ მხოლოდ მას შემდეგ რაც იგი ორპალატიანი გახდება. © ილია გოგილაშვილი